Friday, March 25, 2011


1.    პროექტის სახელწოდება:  ჩვენი  სკოლის  ისტორია – წარსულისაგან  შობილი  აწმყო
2.      პროექტის მთავარი იდეა: ,,ერი  თავისი  გმირების  ცხოვრებითა  და  მაგალითებით  უნდა  ჰსულდგმულობდეს“ (ილია).  ჩვენც გვინდა წარმოვაჩინოთ ჩვენი გმირები. გავახსენოთ, ხელმეორედ გავაცნოთ სოფელს, ხალხს ის ადამიანები, რომელნიც მცირე ხნით იქნენ მივიწყებულნი.
3.      პროექტის აქტუალობა: ,,დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან, მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა,“–წერდა ილია ჭავჭავაძე ერთ თავის წერილში ,,ერი და ისტორია“. ამიტომაც შევუდექით გადავიწყების საფრთხის წინაშე მყოფი ერთი სოფლის სკოლის ისტორიის შესწავლას. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დავადგენთ რამდენი წელი გავიდა სკოლის გახსნიდან (სავარაუდოდ 100 წელზე მეტი).
პროექტი საყურადღებო და მნიშველოვანი იქნება:
1)     იმათთვის, ვინც ახლა სწავლობს ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში, რადგან გაიგებენ რა გზით უვლიათ წინა თაობებს.
2)     კიდევ უფრო გაიზრდება ახალგაზრდების სიყვარული და პატივისცემა წარსულისა და დღევანდელი დღისადმი.
3)     ჩვენი პროექტი დაიდება სკოლაში მათთვის ,,ვინ იყვნენ შემდგომად ჩვენსა’’.
4)     მომავალი თაობები შეიმეცნებენ, რომ ,,კეთილ არს ბაძვაი კეთილისათვის მარადის“.
5)     მოსწავლეები დარწმუნდებიან , რომ ძალა ერთობაშია, საჭიროა და აუცილებელი  წარსულის ცოდნა.
4.     პროექტის მიზნები: სოფელში არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ სად გაიხსნა პირველად სკოლა,სად იდგა პირველი შენობა, ვინ იყვნენ პირველი მასწავლებლები,. ამიტომ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ  ცნობები, ვეწვიოთ დამსახურებულ პენსიაზე მყოფ პედაგოგებს, წარსულით დაინტერესებულ უხუცეს მცხოვრებთ. მოვიძიოთ ლითერატურა, სადაც შეიძლება იყოს ნახსენები ჩვენი სკოლა,ჩვენი სოფელი. გადავწყვიტეთ გავეცნოთ ,,ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობას. ასევე ცნობილი  ქართველი განმანათლებლების მიზნებს–პირველდაწყებითი სკოლები გაეხსნათ საქართველოს ყველა დაბასა თუ სოფელში. გვინდა შევისწავლოთ, თუ როგორ მიაღწიეს იმას, რომ სწავლა შესაძლებელი გაეხადათ მშობლიურ ენაზე, მიუხედავად რუსეთის მეფის შეზღუდვებისა. გვინდა გავიგოთ, ვინ იყვნენ ის ღვაწლმოსილი ადამიანები,რომელთაც წვლილი მიუძღვით ჩვენი სოფლის საზოგადოების წინაშე.
5.      მოსალოდნელი შედეგები: ჩვენს სკოლას ექნება საკუთარი ისტორია, რომელშიც რეალურად  იქნება ასახული , თუ როგორ  შეიქმნა წარსულისაგან დღევანდელი დღე, რომელიც იქნება  უკეთესი მომავლის მშობელი. პროექტის მონაწილე თითოეული მოსწავლე სკოლაში თუ სკოლის გარეთ მიღებული ცოდნის გამოყენებით :
1)      განივითარებენ კვლევისა და ძიების უნარ–ჩვევებს.
2)      შეიძენენ ახალ ცოდნას.
3)      თეორიული ცოდნის პრაწქტიკულად გამოყენების უნარ–ჩვევებს. დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარებს.
4)      კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის,გუნდური მუშაობის,დისკუსიის წარმართვის უნარებს,
5)      განივითარებენ შემოქმედებითი მუშაობის, ინტერვიუს აღების უნარ–ჩვევებს.
6)      შეისწავლიან მოპოვებული ინფორმაციის განთავსებას ვებ–გვერდზე.
7)      ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტის საშუალებით.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლაში მოვაწყობთ შეგროვებული მოგონებების, ალბომების და ფოტოების პრეზენტაციას. შევქმნით სკოლის მუზეუმისათვის მდიდარ მასალას. გადავიხდით სკოლის იუბილეს. მოვამზადებთ წერილს რაიონის გაზეთისათვის. ვიდეოკამერით გადავიღებთ უხუცეს მასწავლებლებსა და სოფლის მცხოვრებლებს. ჩავიწერთ მათ ნაამბობს. შევქმნით ნაშრომს, რომელსაც დავბეჭდავთ და ასევე განვათავსებთ ვებ–გვერდზე.
6.მოსწავლეთა ასაკი:  16–17წელი (11 მოსწავლე)
7.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები::
     1) სამეცნიერო ლიტერატურა:
 1. თ, სახოკია,  ,,მოგზაურობანი“,  თბილისი, 1985 წ.  2.  აპ. წულაძე, ,,ეთნოგრაფიული გურია“, თბ. 1971წ.    3.ც.ნიკოლაიშვილი, შ. თავართქილაძე, ,,სოფელი ბახვი“, თბ. 2003წ. 4. შ.თავართქილაძე, ,,გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გახვის საშუალო სკოლა“, თბ.1991 წ. 4) ზ. ხინთიბიძე, ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი“. თბ.1989წ. 5) ვ. გაგუა, ,,ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, თბ.1979წ. 6) ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. მეხუთე, თბ. 1956წ.
2. სოფელ ბახვის საკრებულოში არსებული მასალები. სკოლის პედაგოგთა მოგონებანი. სოფლის მცხოვრებთა მოგონებანი.

 ფოტოაპარატი, ფოტოსურათები, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, დისკი, ქსეროქსი.

9. კავშირი საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან:
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს დაეხმარებათ ინფორმატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების და განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. XI 1.2.5.6.13.14.

ზეპირმეტყველება

1) მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
2) მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს.
კითხვა:
5)მოსწავლე კითხულობს  დაანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს. მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
6) აანალიზებს, როგორ გამოიყენება მხატვრული/ არამხატვრული ტექსტის  ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

წერა

13) სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად მოსწავლე ადეკვატურად იყენებს სათანადო ენობრივ–გრამატიკულ საშუალებებს.
14) მოსწავლე იყენებს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

10.პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები:
   1) თემის შერჩევა  და  შესაბამისი შეკითხვის ჩამოყალიბება
ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ჩვენი სკოლა უნდა დაარსებულიყო XX საუკუნის 10–იან წლებში. არსებობს თარიღი 1914 წელი.გადავწყვიტეთ დაგვედგინა ზუსტი თარიღი და შეგვესწავლა სკოლის ისტორია.ამიტომ  X1 კლასელებს ერთ–ერთ გაკვეთილზე დავუსვი კითხვა :  საჭიროა  თუ  არა  ვიცოდეთ  ჩვენი  სკოლის  ისტორია  რატომ?  გაიმართა დისკუსია, რის შემდეგ დავასკვენით შეგვექმნა პროექტი.

    2) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
ჩევარჩიეთ მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით და დავყავი 3 ჯგუფად.
I  ჯგუფი(3 მოსწ.) დაევალათ საჭირო ლიტერატურის დამუშავება.
II ჯგუფი(4 მოსწ.) ინტერვიუების აღება სკოლის უხუცესი,ყოფილი პედაგოგებისაგან(ფოტოსურათების მოძიება პედაგოგებთან).
 III ჯგუფი(4 მოსწ.) ინტერვიუების აღება სოფლის უხუცესი მცხოვრებლებისაგან(ფოტოსურათების მოძიება მათთან)
     3) პროექტის გეგმის შემუშავება

მომავალი პროექტი უნდა შედგეს 10 თავისაგან. ექნება შესავალი და დასკვნითი ნაწილი. ავხსნით თუ რატომ არის სკოლა ყოველი სოფლისთვის განათლებისა და კულტურის კერა. რატომ ცდილობდნენ გურული გლეხები თავისი შვილებისათვის განათლება მიეცათ და, პირველ რიგში, ესწავლებინათ წერა–კითხვა. ვინ გამოუჩნდა სოფელს მხსნელად და ვისი საფასით აშენდა I სკოლა... ვინ იყვნენ I მასწავლებლები. როდის გადაკეთდა დაწყებითი სკოლა რვაწლიანად.ვისი ღვაწლით აშენდაIII და IV შენობები. რატომ მიენიჭა ლესია უკრაინკას სახელი. გავარკვევთ, რომელ წელს გადაკეთდა არასრული საშუალო სკოლა საშუალოდ. ვინ იყვნენ I მეათეკლასელები.როდის მოვიდნენ სკოლაში ის პედაგოგები, რომლებიც დღესაც მოღვაწეობენ... ვისი ღვაწლით მოხდა სკოლის განახლება და ვინ არიან ისინი, რომლებმაც უდიდესი ამაგი დასდეს სოფელს...
    4)ჯგუფში მოვალეობის განაწილება
ჯგუფებში გაერთიანებული მოსწავლეები ერთმანეთში გაინაწილებენ სამუშაოს.გააკეთებენ ჩანაწერებს, ინტერვიუს აღების დროს წინასწატ ჩამოწერენ კითხვებს. გაესაუბრებიან წარსულით დაინტერესებულ პირებს,მოაგროვებენ ფოტოებს,მოაგროვებენ დასამუშავებელ ლიტერატურას და ა.შ. ძირითად სამუშაოებს ჯგუფის წევრები ასრულებდნენ შაბათ–კვირას, ყოველ ორშაბათს მოჰქონდათ ჩანაწერები, ვამუშავებდით, ვაგროვებდით,ვაჯგუფებდით საინტერესო საკითხებს, ასრულებდნენ ახალ მითითებებს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, ან წყვილებში. სამეცნიერო ლიტერატურას ვარჩევდით ერთად.
      5) აქტივობების განხორციელება /პროდუქტის მომზადება

თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ შევქმენით პროექტი. მოსწავლეებმა მდიდარი ფოტომასალა მოაგროვეს პრეზენტაციისათვის.ნაწილი გადაიღეს ვიდეოკამერით და გადავიწერეთ დისკზე, ჩავტვირთეთ სკოლის კომპიუტერებში. შეგროვილი სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი ალბომები დავალაგეთ წლების მიხედვით და ჩავიწერეთ დისკზე. დავადგინეთ სკოლის დაარსების თარიღი(1908წ.) და შევქმენით ჩვენი სკოლის ისტორია.
     6) პროდუქტის პრეზენტაცია.
 
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარგარიტა ხუხუნაშვილი;

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mxuxunashvili@gmail.com